კვირა, 2024-05-19, 2:18 AM
Welcome Guest | RSS

News Search Engine

php დამწყებებს - 5 გაკვეთილი - Forum

[ New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
  • Page 1 of 1
  • 1
Forum moderator: DL1MP1K  
Forum » ვებ პროგრამირება/web programming » PHP » php დამწყებებს - 5 გაკვეთილი (ფუნქციები)
php დამწყებებს - 5 გაკვეთილი
DL1MP1KDate: შაბათი, 2012-02-04, 2:24 PM | Message # 1
Lieutenant colonel
Group: VIP
Messages: 77
Awards: 0
Reputation: 1
Status: გასული
PHP-ს ერთ-ერთი უმთავრესი ძალა მდგომარეობს მის ფუნქციებში, მას გააჩნია ათასამდე ჩადგმული ფუნქცია. PHP-ში სცენარების უმრავლესობა იწერება ფუნქციების მეშვეობით და ჩადგმული კლასებით. კლასებს ჯერ-ჯერობით თავი დავანებოთ, და მხოლოდ ის ვთვათ რომ კლასები გახლავთ უბრალოდ ფუნქციების ნაკრები, რომლებიც გართულებული მეთოდებით ასრულებენ მათ ფუნქციონირებას. PHP-ის ჩადგმული ფუნქციებით პროგრამისტები ადგენენ თავიანთ ფუნქციებს, რაც ეხმარებათ სცენარის უფრო მარტივი და გაფართოებული მოქმედებისთვის.

ფუნქციის შექმნა

ფუნქციის შექმნა ძალიან მარტივია, ჯერ ინტერპრეტატორს უნდა გამოვუცხადოთ რომ ვქმნით ფუნქციას ბრძანებით function ან create_function()-რომელსაც მოგვიანებით გავარჩევთ. function-ის შემდეგ ვწერთ ჩვენი ფუნცქიის სახელს. მსგავსი ფუნქცია არ უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერპრეტატორი ამას ჩათვლის შეცდომად. სახელის შემდეგ იწერება ფუნქციის კოდი ეგრედ წოდებულ "bracket"-ებში ( { } ).

შევქმნათ ფუნქცია, რომელიც ეკრანზე გამოიტანს იმ ფაილის სახელს რომელზედაც ვმუშაობთ:

Code

<?php
     
function pailis_saxeli() {
      echo __FILE__; // __FILE__ წარმოადგენს კონსტანტას
}
     
?>


ფუნქციის არგუმენტები

ფუნქციის უმთავრესი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია მივაწოდოთ ერთი ან მეტი არგუმენტი. უარგუმენტო ფუნქციები, უბრალოდ ახდენენ კოდის შემოკლებულად დაწერას, მაგალითად ერთხელ დავწერთ ფუნქციას, რომელიც მრავალ სხვა ფუნქციებს იძახებს, ხოლო შემდეგ სადაც გვინდა მარტივად გამოვიძახებთ მას, ის კი ავტომატურად შეასრულებს სხვა დავალებებს. არგუმენტიან ფუნქციებს სულ სხვა დატვირთვა გააჩნიათ, ისინი მიწოდებული ცვლადებით ასრულებენ მითითებულ ბრძანებებს. არგუმენტის მიწოდება ძალიან ადვილია, ფუნქციას ფრჩხილებში უნდა ჩავუწეროთ ცვლადის სახელი, რომელსაც შემდეგ ფუნქციის გამოძახებისას მივაწოდებთ.

Code


<?php
     
function gaormageba($ricxvi)
{
      echo $ricxvi*2;
}
     
?>



ფუნქციის გამოძახება

მას შემდეგ რაც შევქმნით ფუნქციას, შეგვიძლია ის გამოვიყენოთ. ეს ხდება ფუნქციის სახელის დაწერითა და გვერდზე ფრჩხილების მოთავსებით (). თუ ფუნქცია იღებს არგუმენტს მაშინ ფრჩხილებში ვათავსებთ იმ ცვლადს ან მონაცემს რისი მიწოდებაც გვინდა.

მაგალითისთვის გამოვიყენოთ ჩვენს მიერ უკვა შექმნილი ფუნქცია gameoreba($ricxvi)

Code


<?php
     
function gaormageba($ricxvi)
{
      echo $ricxvi*2;
}
     
gaormageba(5);
     
?>



ეს მაგალითი ეკრანზე რეზულტატად გამოიტანს 5-ისა და 2-ის ნამრავლს, ანუ 10-ს. იმ შემთხვევაში თუ ფუნქცია არგუმენტს არ იღებს ფრჩხილებში არაფერს არ ვათავსებთ. ყველა ფუნქციას რომელიც იღებს არგუმენტს გამოძახებისას აუცილებლად უნდა მიენიჭოს რაიმე.

მრავალარგუმენტიანი ფუნქციები

ფუნქციები რომლებიც იღებენ ერთზე მეტ არგუმენტს ფუნქციის პარამეტრების ადგილას (ფრჩხილებში) ცვლადები გამოყოფილ უნდა იქნას მძიმეებით, იგივე ხდება გამოძახებისასაც.

Code


<?php
     
function namravli($ricxvi1, $ricxvi2)
{
      echo $ricxvi1*ricxvi2;
}
     
namravli(12, 4);
     
?>



დაყენებული ცვლადები

არსებობს შემთხვევები, როდესაც გვსურს ფუნქციამ რაღაც ცვლადებს ავტომატურად მიანიჭოს მნიშვნელობები. ასეთ შემთხვევაში ცვლადს არგუმენტების სიაშივე ვუთითებთ მნიშვნელობას, ამის შემდეგ ფუნქციის გამოძახებისას თუ მას არ მივანიჭეთ ახალი მნიშვნელობა, ფუნქცია მას აღიქვამს ისე როგორც პარამეტრში მივუთითეთ:

Code


<?php
     
function namravli_da_mimateba($namravli1, $namravli2, $mimateba=15)
{
      echo $namravli1*$namravli2+$mimateba;
}
     
namravli_da_mimateba(20,2); // gamoitans 55-s
echo "
";
namravli_da_mimateba(20,2,20); // gamoitans 60-s
     
?>



დაბრუნების მეთოდი

ფუნქციებს გააჩნიათ ძალიან სასარგებლო მეთოდი return, ამ ბრძანების შემდეგ მომავალი ცვლადი ან რაიმე მონაცემი ინტერპრეტატორს ეუბნება, რომ იმ ადგილს სადაც ხდება ფუნქციის გამოძახება მიენიჭოს ფუნქციის მიერ დაბრუნებული მონაცემი. უფრო ადვილი გასაგებისთვის წარმოიდგინეთ, რომ იქნებ არ გვსურს რომ ზემოთ გარჩეულმა ფუნქციება არ გამოიყენონ echo ბრძანება, არ გამოიტანონ ეკრანზე ეგ ტექსტი არამედ უბრალოდ დააბრუნონ ის რასაც ეკრანზე გამოიტანდნენ სცენარის მომავალი გაგრძელებისთვის.

Code

<?php
     
function gaormageba($ricxvi)
{
      return $ricxvi*2;
}
     
function namravli_da_mimateba($namravli1, $namravli2, $mimateba=15)
{
      return $namravli1*$namravli2+$mimateba;
}
     
$pasuxi1 = namravli_da_mimateba(20,2);
$pasuxi2 = gaormageba($pasuxi1);
     
echo "Pasuxi aris: ".$pasuxi2;
     
?>


გლობალური ცვლადები

ფუნქციის შესრულებისას ფუნქცია ვერ ხედავს ვერც ერთ ცვლადს გარდა იმ ცვლადებისა რომლებიც მას არგუმენტებით მიეწოდება. იმისათვის რომ მან შეძლოს სხვა საჭირო მონაცემების მიღება, აუცილებელია ფუნქციაში გამოვიყენოთ კონსტრუქცია global

Code

<?php
     
$saiti = "none.ucoz.lv Portal";
     
function chveneba($agcera="Agceris Gareshe")
{
      global $saiti;
      $teqsti = "<b>".$saiti."</b>
".$agcera;
      echo $teqsti;
}
     
chveneba("Kompiuteruli Portali, Diskusiebi, Programebi, Skriptebi, Scavleba, a.sh.");
     
?>


მითითებული ცვლადები

ჩვეულებრივ, როდესაც არგუმენტები ეგზავნება ფუნქციას მისი შეცვლილი მნიშვნელობა ფუნქციის გარეთ რჩება ის რაც იყო. თუ გსურთ, რომ მითითებული ცვლადის მნიშვნელობა შეიცვალოს ფუნქციასთან ურთიერკავშირში მაშინ ცვლადის წინ უნდა დასვათ & სიმბოლო.

Code

<?php
     
function teqstis_micera(&$teqsti)
{
     $teqsti .= "es ki micerili teqsti";
}
     
$nacili = 'es aris teqstis nacili... ';
     
teqstis_micera($nacili);
     
echo $nacili;
     
?>


რასაკვირველია ეს მაგალითი ეკრანზე გამოიტანს შემდეგ ტექსტს: es aris teqstis nacili... es ki micerili teqsti


მიზანი ამართლებას საშუალებას !
ვინც ეძებს ის პოულობს : http://therealgta.ucoz.com
ითამაშე ფლეშ თამაშები : http://gamesforboys.in
 
Forum » ვებ პროგრამირება/web programming » PHP » php დამწყებებს - 5 გაკვეთილი (ფუნქციები)
  • Page 1 of 1
  • 1
Search:

1-1 biography magari gogo for DLE Desing pretty to Design template Dle design dle template math dizaini NeedGames Templates uCoz Group Sluts უყურე ონლაინში ფილმი გადმოწერე ფილმი ფილმის გადმოწერა უფასოდ ფილმის ყურება Big hardcore and Fun Threesome busty of City 2012 Need download movies in Life თამაში თამაშები GTA Andreas Tits news the Search Freeway Engine Facebook at Babe Getting ფილმები Movies Movie filmebi Pro theme პროგრამები programs soft softs Program programebi my LOve Fuck 18+ traki mineti სიახლეები 18 + porno online porno muteli Sex tynauri seqsi PSD elegant მინეტი ონლაინ 1X1 სექსი HD ხარისხი Game Games Man Enterprise edition tynaven elcomsoft Elcomsoft System Recovery themes Girl MULTI with hard Her pussy magari ass
Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz