წინა თავში განვიხილეთ ზოგადად ფუნქციები, ამ თავში კი შევეხებით უკვე PHP-ში ჩადგმულ ფუნქციებს რომლებიც აგრეთვე ფუნქციებს უკვაშირდებიან. 
 ფუნქციის შექმნა : create_function 
 არსებობს ფუნქციის შექმნის ალტერნატიული გზა. ფუნქცია create_function ქმნის ფუნქციას ანონიმური სახელით, რომელსაც მიანიჭებს უნიკალურ სახელს და დაუბრუნებს მითითებულ ცვლადს. მას მიეწოდება ორი პარამეტრი: არგუმენტები და კოდი. 
 სინტაქსი : create_function ( [არგუმენტები], [კოდი] ) 
 ამ ფუნქციის გამოყენება, მაგალითად, შეიძლება რაღაც არსებულ ინფორმაციაზე დაფუძვნებით, რომელიც კიდევ რაიმე ფუნქციის დროს მივიღეთ. 
 Code
 
 <?php 
   
 $funqcia = create_function('$x,$y', 'return $x+$y;'); 
   
 echo "Funqciis saxelia: ".$funqcia; 
 echo "
"; 
 echo "Funciam shesruleba: ".$funqcia(2, 4); 
   
 ?> 
 
  
 არსებობის შემოწმება : function_exists 
 ამ ფუნქციის გამოყენებით, რომელიც აბრუნებს Boolean-ის ტიპის ცვლადს (ture, false) შეიძლება შევამოწმოთ არსებობს თუ არა გარკვეული ფუნქცია. 
 სინტაქსი : function_exists( [ფუნქციის სახელი] ) 
 Code
 
 <?php 
   
 // phpinfo() aris funqcia romelic achvenebs 
 // php-stan dakavshirebul serverul info-s. 
   
 $bool = function_exists("phpinfo"); 
   
 if ($bool == true) echo "funqcia <b>phpinfo</b> arsebobs!"; 
 else echo "funqcia <b>phpinfo</b> ar arsebobs!"; 
   
 ?> 
 
  
 ფუნქციების სიის მიღება : get_defined_functions 
 get_defined_functions() აბრუნებს მასივის ტიპის ცვლადს, რომელშიც შეტანილია ყვალა განსაზღვრული ფუნქცია. მასივებზე ჯერ არ გვისაუბრია, მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ფუნქცია print_r-ს დანიშნულებაა ეკრანზე გამოიტანოს მასივის შემადგენლობა. მოგვიანებით გავარჩევთ მასივის დამუშავებასაც. 
 Code
 
 <?php 
 $funqciebi = get_defined_functions(); 
 print("<pre>"); 
 print_r($funqciebi); 
 print("</pre>"); 
   
 ?> 
 
  
 ფუნქციების შეცვლა : override_function 
 მომავალში აუცილებლად დაგჭირდებათ PHP-ის ზოგიერთი ფუნქციების თქვენს გემოზე დაყენება. სწორედ ამისთვის არსებობს ფუნქცია. 
 სინტაქსი : override_function( [ფუნქციის სახელი], [ფუნქციის არგუმენტები], [ფუნქციის კოდი] ) 
 ფუნქცია მოქმედებს ისევე როგორც create_function, იმის გამონაკლისით რომ საჭიროებს იმ ფუნქციის სახელს რომელსაც ვცვლით. 
 ფუნქციის სახელის შეცვლა : rename_function 
 ამ ფუნქციის მეშვეობით შეძლებთ არსებული ფუნქციების სახელის შეცვლას. 
 სინტაქსი : rename_function ( [ორიგინალი სახელი], [ახალი სახელი] ) 
 Code
 
 <?php 
   
 rename_function('phpinfo', 'informacia' ); 
   
 ?> 
 
  
 არგუმენტებთან მუშაობა 
 არგუმენტებთან მუშაობა PHP-ის ფუნქციების ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამაა. შესაძლებელია კერძოდ ერთი არგუმენტის მიღება, ყველა არგუმენტის და რაღათქმაუნდა მათი რაოდენობის. ამ დანიშნულებებს ასრულებს სამი ფუნქცია: 
 არგუმენტის მიღება : func_get_arg 
 ფუნქცია აბრუნებს მითითებული ნომრის შესაბამის არგუმენტს. გაითვალისწინეთ, რომ ნუმერაცია იწყება 0-იდან. 
 სინტაქსი : func_get_arg ( [ნომერი] ) 
 Code
 
 <?php 
   
 function saxelebi() 
 { 
      echo func_get_arg(0)." da ".func_get_arg(1); 
 } 
   
 saxelebi("none.ucoz.lv Portal","None.ucoz.lv forum"); 
 ?> 
 
  
 ყველა არგუმენტის მიღება : func_get_args 
 ფუნქცია აბრუნებს მასივს, რომელშიც შედის ყველა მითითებული არგუმენტი. 
 სინტაქსი : func_get_args() 
 ამ მაგალითში კვლავ გამოვიყენებთ მასივის შემადგენლობის ჩამოწერის ფუნქციას print_r 
 Code
 
 <?php 
   
 function sia() 
 { 
     $argumentebi = func_get_args(); 
     echo "<pre>"; 
     print_r($argumentebi); 
     echo "</pre>"; 
 } 
   
 sia("Dato","Gio","Levani","Kaxa","Misha"); 
   
 ?> 
 
  
 რგუმენტების რაოდენობა : func_num_args 
 ფუნქცია აბრუნებს მითითებული პარამეტრების რაოდენობას. 
 სინტაქსი : func_num_args() 
 Code
 
 <?php 
   
 function sia() 
 { 
     $raodenoba = func_num_args(); 
     echo $raodenoba; 
 } 
   
 sia("Misha","Kaxa","Levani"); 
 ?> 
 
  
 ფუნქციის გამოძახების ალტერნატივა : call_user_func 
 არსებობს შემთხვევები როდესაც ფუნქციის გამოძახება გვიხდება ცვლადიდან, ანუ შეიძლება ცვლადში ეწეროს ჩვენი ფუნქციის სახელი. შეიძლება იფიქროთ, რომ შესაძლებელია ამის განხორციელება შემდეგნაერად: 
 Code
 
 <?php 
   
 function testi() 
 { 
     echo "Gamozaxebulia!"; 
 } 
   
 $funqcia = "testi"; 
 $funqcia(); 
 ?> 
 
  
 ეს მართალიცაა, მაგრამ კოდი იმუშავებს მხოლოდ ზოგიერთ PHP-ის ვერსიაზე და დამოკიდებული ქინება php.ini-ში მითითებულ პარამეტრებზე. ეს პრობლემა უფრო ხარისხიანად რომ გადავჭრათ მოდით შევხედოთ ფუნქციას call_user_func 
 სინტაქსი : call_user_func ( [ფუნქციის სახელი], [არგუმეტი1], [არგუმენტი...] ) 
 Code
 
 <?php 
   
 function testi() 
 { 
     echo "Gamozaxebulia!"; 
 } 
   
 $funqcia = "testi"; 
 call_user_func($funqcia); 
 ?> 
 
  
 მას შემდეგ რაც შეისწავლით მასივებთან მუშაობას, გაგიჩნდებათ შეკითხვა, ნუთუ არ შეიძლება ფუნქციის ისე გამოძახება, რომ პარამეტრად მივუთითო მასივი არგუმენტებით. ესეც შესაძლებელია და ხდება ფუნქციით call_user_func_array 
 სინტაქსი : call_user_func_array ( [ფუნქციის სახელი], [მასივი არგუმენტებით] ) 
 მასივების შესწავლის შემდეგ ამ ფუნქციას აუცილებლათ დავუბრუნდებით.